საგამოძიებო მოქმედებები დოდი ხარხელის სახლში

დოდი ხარხელის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.

ჩხრეკა დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველების მიერ წაღებულია სხვადასხვა სახის ტექნიკა მათ შორის ლეპტოპები, ტელეფონები და მეხსიერების ბარათები. როგორც დოდი ხარხელი და მისი ადვოკატი აცხადებენ, საქმე ექვსი თვის წინ დაწყებულ გამოძიებას ეხება და სამართალდამცველები ხარხელის სახლში ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ.

დოდი ხარხელი აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში მის აქტიურ ჩართულობას უკავშირებს.