საგამოძიებო მოქმედებები

პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

უწყებაში ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებენ. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. უწყებაში პირველ არხს განუცხადეს, რომ ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებულია გარკვეული მასალები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა.

აღნიშნულ ინფორმნაციას არ ადასტურებენ თავად ბანკში. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. „მოამბე“ არკვევს დამატებით ცნობებს.