სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, 20 ივნისის საქმეზე რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. უკვე მეოთხე კვირაა, რაც დაზარალებულების მონაწილეობით, საკანონმდებლო ორგანოსთან, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების აღდგენა ხდება. დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ერთი პირის მონაწილეობით ჩატარდა. დაზარალებული „რადიო თავისუფლების“ ოპერატორია, რომელმაც დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.