საგამოძიებო კომისიის სხდომა 

21:18, 20.05.2025

კრიტიკული აზრის გამო დევნა და არასასურველი მედია საშუალებების შევიწროება – პარლამენტში დღეს ის ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებიც თავს წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულად მიიჩნევენ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვრცლად ისაუბრეს, თუ რა მიდგომებს იყენებდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მაშინდელი მთავრობა კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების მიმართ და როგორ ახშობდა საპროტესტო განწყობებს. კომისიის ინტერესის სფეროში ექცევა 21 წლის წინ სპეცრაზმის შეჭრა ტელეკომპანია „იბერიაში“, გამომცემლობა „სამშობლოს“ გარშემო განვითარებული ცნობილი მოვლენები, თანამშრომლების გათავისუფლება და შენობის გასხვისება – სხდომაზე მყოფი ჟურნალისტებიდან ორი 2011 წლის 26 მაისს ფიზიკური ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლიც გახდა. ტირაჟის შემცირება და გავრცელების შეზღუდვები – მედიის წარმომადგენელთა მონაყოლის მიხედვით, ტელევიზიებზე კონტროლის ეტაპობრივად დამყარების პარალელურად ხელისუფლების მთავარი სამიზნე იყო პრესა. ზეწოლა კი განსაკუთრებით 2007 წლიდან გაძლიერდა.

 

მსგავსი