საგამოძიებო კომისიის სხდომა 

ვარდების რევოლუციის დაფინანსებაზე მიღებული უარის შემდეგ განხორციელებული რეპრესიები, გამოგონილი ბრალდება, ქონების ჩამორთმევა, პატიმრობა გაუსაძლის პირობებში და შვილის მკვლელობის მუქარა – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი ხელსუფლების პირობებში ქადაგიშვილების ოჯახის გარშემო განვითარებული მძიმე პროცესები განიხილეს.

კომისიის  წევრების კითხვებს ნანა ქადაგიშვილმა უპასუხა. რატომ დააკევეს გამოგონილი ბრალდებით შვილი და მეუღლე, რა მიზეზით მოხვდა ციხეში თავად და ვინ იყო ჩართული ოჯახზე განხორციელებულ შურისძიებაში. ნანა ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გახმაურებულ საქმეში მთავარ ფიგურანტად ზურაბ ადეიშვილი დაასახელა. დეტალურად გაიხსენა დაკავებამდე და დაკავების შემდეგ მომხდარი მძიმე ისტორიები,   მეუღლისა და შვილის გარდაცვალება კი სწორედ ციხეში მათ მიმართ განხორციელებულ არაადამინაურ მოპყრობას დაუკავშირა. სტრასბურგის სასამართლომ არჩილ და ამირან ქადაგიშვილების საქმეზე ევროპული კონვენციის მესამე მუხლის – წამების აკრძალვის დარღვევა 2020 წელს დაადგინა.