15 წლის წინანდელი ისტორია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ამჯერად კომისია ზუგდიდის მკვიდრის, გიორგი ხოჭავას საქმეს სწავლობს. საკანონმდებლო ორგანოში მისულმა მოწმემ დაკავების, ძალადობის და ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დღეს დეტალურად გაიხსენა. დასახელდნენ ყოფილი მაღალჩინოსნებიც – მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა. ხოჭავას მონაყოლის მიხედვით, 2010 წელს მას ქურდობის აღიარებას სთხოვდნენ, აღიარებით ჩვენებაზე უარს კი წამება, ფიზიკური ძალადობა, ოჯახის წევრების ლიკვიდაციის მუქარა და პატიმრობის მძიმე წლები მოჰყვა. სამი წლის შემდეგ ხოჭავამ სასაჯელაღსრულების დაწესებულება ამნისტიით და მძიმე დიაგნოზით დატოვა.