საგამოძიებო კომისიის სხდომა 

ზეწოლა მწერლებზე, დარბევა და ქონების ჩამორთმევა – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი ხელისუფლების პერიოდში მწერალთა სახლის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს.

კომისიის წევრების კითხვებს მწერალთა სახლის მაშინდელმა თავმჯდომარემ უპასუხა. მაყვალა გონაშვილმა დეტალურად გაიხსენა თუ რა ფორმით ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მწერალთა საზოგადოებას, რა ვითარებაში დაარბიეს მწერლების კუთვნილი შენობა და დაათმობინეს ბალანსზე არსებული ქონება. მაყვალა გონაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრთან, გოკა გაბაშვილთან კომუნიკაციაც გაიხსენა და განმარტა ქონების ჩამორთმევის გარდა, კიდევ რა იყო ყოფილი ხელისუფლებისგან მომდინარე ზეწოლის მიზანი. რიგით მეთვრამეტე სხდომის დასრულების შემდეგ, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ საქმიანობის ანგარიში დეპუტატებს წარუდგინა. ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადა ერთი თვით, 5 ივნისამდე  გახანგრძლივდა.