საგამოძიებო კომისიის სხდომა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის„ მმართველობის დროს, მწერალთა კავშირის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მოუსმინა მაყვალა გონაშვილს. მწერალთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, მწერალთა კავშირის შევიწროება 2004 წლიდან დაიწყო და პიკს 2007 წლის 21 აგვისტოს მიაღწია, როდესაც მისი თქმით, მწერალთა კავშირი ნიღბიანი პირების საშუალებით შტურმით აიღეს და მწერლებს შენობა დაატოვებინეს. გონაშვილის თქმით, მაშინ მიღებული სტრესი მის ჯანმრთელობაზეც აისახა. საბოლოოდ კი, მაჩაბლის 11 ნომერი დაატოვებინეს და იმ შენობაში მწერლებს მხოლოდ საღამოების ჩატარების უფლება მისცეს. გონაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას სამი რამ სურდა – მათი მიზანი იყო ქართველებისთვის ცნობიერების შეცვლა, ქონების მიტაცება და საზოგადოებაში შიშის დათესვა.