საგამოძიებო კომისიის სხდომა

18:16, 28.04.2025

საქართველოს პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

დღეს კომისიის წევრებმა შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე, შალვა ობგაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნა და რეპრესიები, ასევე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმე განიხილეს და ჯამში ოთხ პირს მოუსმინეს. ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების საქმეზე, კომისიის წინაშე სპორტულმა ჟურნალისტმა, მამუკა კვარაცხელიამ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ ისაუბრეს. „2007 წელს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს, სააკაშვილის დავალებით, უშიშროება კურირებდა“ – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.

მსგავსი