საგამოძიებო კომისიის სხდომა
„ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უკანონო ჩამორთმევა 2006 წლიდან დაიწყო და 2008 წელს ფაქტობრივად დამთავრდა – მთელი ქონება, მთავრობის ერთი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს ჩამოერთვა“ – ეს განცხადება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების მხრიდან უნივერსიტეტის მისამართით არსებობდა ზეწოლა და ის კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. იგივე საქმეზე კომისიის წევრებმა დღეს ასევე მოუსმინეს კანცლერ კარლო კოპალიანს და ნოდარ მუსერიძეს.