საგამოძიებო კომისიის სხდომა

ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეზე მსჯელობენ ამ წუთებში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე. საუბრობს დავით გურგენიძე.

დილიდან კი, ორი საათის განმავლობაში უსმენდნენ 2008 წლის აგვისტოში მოკლული როინ შავაძის მეუღლეს. ციცინო შავაძის განცახდებით, მისთვის მთავარი ახლა მისი ქმრის მკვლელობის დამკვეთების დასჯაა, რადგან დარწმუნებულია, არსებობენ შემსრულებლები, რომლებიც დაკავებულები არიან, თუმცა არსებობენ ბრძანების გამცემები და სწორედ მათი გამოვლენა და დასჯაა მნიშვნელოვანი. შავაძემ ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს 2012-მდე და როგორ გრძელდება მის მიმართ კონკრეტული პირების მხრიდან ზეწოლა 2012 წლის შემდეგაც.