საგამოძიებო კომისიის სხდომა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

დღეს კომისიაზე ე. წ. ზილების რევოლუციის საქმეზე ოთხი პირი გამოიკითხა. ლერი და ბესიკ ბერიტაშვილებმა, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა და ლევან ტერაშვილმა კომისიის წევრებს დეტალურად უამბეს, 2011 წლის ივნისში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, როგორ მოხდა მათი დაკავება და როგორ ცდილობდნენ მათგან, მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, აღიარებითი ჩვენების მიღებას.