საგამოძიებო კომისიის სხდომა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე და ე.წ. ზილების რევოლუცია, – ამ ორ საკითხს განიხილავს დღეს დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ წუთებში უსმენენ ლერი ბერიტაშვილს, რომელიც 2011 წელს, სახელმწიფო გადატრიალებისა და იარაღის ქვეყანაში შემოტანის ბრალდებით, სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს. მანამდე კი კითხვებს უპასუხეს ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა და გოჩა მუკბანიანმა, რომელიც 2004 წელს, გადაცემა „პატრულში“ მუშაობდა. მან კომისიის წევრებს უამბო ის, თუ როგორ მოხდა იმ ვიდეომასალის გადაღება, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები შეიარაღებულები იყვნენ.
თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე