საგამოძიებო კომისიის სხდომა 

21:27, 03.04.2025

წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულები პარლამენტში საკუთარ ისტორიებზე ჰყვებიან.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს ლისის ტბის ყოფილ მესაკუთრეს მოუსმინა. რამაზ ახვლედიანი წინა მთავრობას საკუთარი ქონების ჩამორთმევაში ადანაშაულებს. დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიჟღერა პოლიტიკაში წასული ბიზნესმენების გვარებმა. ახვლედიანი ამბობს, რომ 15 წლის წინ ლისის ტბის მიმდებარედ მისი კუთვნილი ტერიტორია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით და ბიზნესისთვის გამარტივებული პირობებით გადასცეს. მძიმედ მოსასმენი აღმოჩნდა კახა დაბრუნდაშვილის ისტორია. თუ მის მონაყოლს დავეყრდნობით, ის და მისი მეგობარი პირადი საკითხის გამო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას დავალებით სასტიკად აწამეს და ცემეს, შედეგად ორივე დაზარალებულს დღეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. მომდევნო სხდომაზე პარლამენტში კიდევ ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირია დაბარებული. აგვისტოს ომზე კომისიას კითხვები პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარესთან, გივი თარგამაძესთან აქვს.

მსგავსი