საგამოძიებო კომისიის სხდომა

საკუთრების უფლების დარღვევა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები – ამ თემაზე დღეს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოში იმუშავა.

კომისიის წევრებმა დღეს ორი საქმის ორ მონაწილეს, გიორგი ზერეკიძესა და ჯემალ წიკლაურს მოუსმინეს. ზერეკიძემ დეტალურად გაიხსენა 2006 წელს მისი დაკავება, როდესაც ის არასრულწლოვანი, 14 წლის იყო. მან ისაუბრა მისი მამის დაკავებასა და შემდგომ ციხეში გარდაცვალების ფაქტზე. ზერეკიძე დარწმუნებულია, რომ მისი მამა, მამუკა ზერეკიძე ციხეში ყოფილი ხელისუფლების დროს მოკლეს და მან ამის შესახებ კომისიის წევრებსაც უთხრა. თავის მხრივ, კომისიის წევრებს უამბო ჯემალ წიკლაურმა, თუ როგორ დაათმობინეს გორის ბაზარი ზეწოლითა და მუქარით 2004 წელს.