საგამოძიებო კომისიის სხდომა

2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომი და აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია. დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს, მორიგ სხდომაზე, ამ საკითხებს განიხილავს. რის შემდეგაც დღესვე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებულ საპატიმრო პირობებზე იმსჯელებს. კომისიის წევრებმა ემზარ კვიციანს, გიორგი კაპანაძეს და მარიამ რატიანს მოუსმინეს.