საგამოძიებო კომისიის სხდომა

15:01, 27.03.2025

პარლამენტში წინა ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იმართება.
ვინ რა ტიპის ბრძანებებს გასცემდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობები და სამხედრო მოქმედებები – ასეთი იყო ძირითადად ის კითხვები და თემები, რომლითაც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის, შალვა ჯანაშვილის გამოკითხვის დროს. ჯანაშვილს დეტალურად გამოიკითხეს ისიც, თუ რა როლს ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის დროს, როგორი იყო დავალებები და რა ფორმით იყო ჩართული ამ პროცესში ვანო მერაბიშვილი. დღეს აგვისტოს ომის საკითხზე კომისიის წევრებმა ასევე გამოიკითხეს სამხედრო ჯარების ჯანდაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ქოიავაც, ვისაც 2008 წელს საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა დაევალა. დღესვე მოუსმენენ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილს.
თამარ წიკლაურის ჩართვა დეტალებით.

მსგავსი