საგამოძიებო კომისიის სხდომა

ხორავას ქუჩის საქმის დამოუკიდებლად გამოსაძიებლად პარლამენტში დაკითხვები დაიწყო.

დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს  მოკლული ორი არასრულწლოვნის მშობლებმა ადვოკატებთან ერთად უპასუხეს. ლევან დადუნაშვილის დედა პროკურორების მუშაობას დადებითად აფასებს და მოსამართლის განაჩენს ეთანხმება, თუმცა უნდობლობას უცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელმაც საქმეზე ალტერნატიული დასკვნა დადო. გამოძიების მიმართ კომისიას საკუთარი პრეტენზიები გააცნო დავით სარალიძის მამამ, რომელმაც იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების გადაყენება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

კომისიის სხდომამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. დეპუტატებს შორის უთანხმოების მიზეზი ის ორი ექსპერტი გახდა, რომლებიც ოპოზიციის მიწვევით კომისიის მუშაობაში ერთვებიან.