საგამოძიებო კომისიის სხდომა

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული პირების გამოკითხვას განაგრძობს. კომისიის წევრების შეკითხვებს დღეს გურჯაანის მესამე და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ამ ოლქების თავმჯდომარეები უპასუხებენ. ახსნა- განმარტება მათ უბნებზე დაფიქსირებულ ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით მოუწევთ. ორშაბათს კი, საკანონმდებლო ორგანოში ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასა და პროკურატურის წარმომადგენელს ელოდებიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას არაეფექტურს უწოდებს და პროცესში ჩართვას არ აპირებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი