საგამოძიებო კომისიის სხდომა 

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას დღეს მხოლოდ გიორგი გახარიასთვის არ მოუსმენია. განხილვის თემა იყო 2006 წელს და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებიც. რა დავალებები გაიცემოდა 19 წლის წინ კოდორში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მაშინდელი მაღალჩინოსნების მხრიდან – კომისიის წევრების შეკითხვებს მფრინავმა უპასუხა, რომელმაც მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან დიალოგის დეტალებიც გაიხსენა. იმედა მაისურაძის მონაყოლის მიხედვით, მან ირაკლი ოქრუაშვილისგან ნორა და ემზარ კვიციანების სახლების განადგურების დავალება მიიღო, მისი არ შესრულების შემდეგ კი დააკავეს. პარლამენტში დღეს ხეობის ერთ-ერთი მკვიდრიც მივიდა, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ ხეობაში არსებული ვითარება აღწერა. გაკეთდა განცხადებები კუდ-ის მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობებზე.