საგამოძიებო კომისიის სხდომა 

21:29, 11.06.2025

2009 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელიც ათეულობით ადამიანის დაკავებით და მსხვერპლით დასრულდა – მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილი საქმის დეტალები დღეს გენერალმა კობა კობალაძემ გაიხსენა. ის 16 წლის წინ სამხედრო ამბოხის ორგანიზებით ბრალდებით დაკავებულებს შორის ერთ-ერთი იყო. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოწმემ დეტალურად გაიხსენა, როგორ აიძულებდნენ სასურველი ჩვენების მიცემას და როგორ ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება საპროტესტო განწყობების მქონე პირების დისკრედიტაციას. ოფიციალური საგამოძიებო მასალებით, 2009 წლის მაისში მუხროვანში სამხედრო ამბოხი ხელისუფლების დასამხობად და ნატოს წვრთნების ჩასაშლელად მზადდებოდა. კობალაძემ დღეს თქვა, რომ ეს იყო შეთხზული ვერსია კონკრეტული სამხედრო პირების დასასჯელად. პარლამენტში დღეს რეზონანსული საქმის ფიგურანტის გარდა, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანის მკვიდრს მოუსმინეს. კომისია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც სწავლობს.

მსგავსი