საგამოძიებო კომისიის სხდომა 

21:27, 09.06.2025

სასტიკი ანგარიშსწორება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო – საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყინწვისის გახმაურებული სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენეს.

ცემა, წამება, მკვლელობის მუქარა, არაადამიანური მოპყრობა – 26 მაისის აქციის დარბევიდან, რამდენიმე საათში ყინწვისის  მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციის შესახებ, ნიკოლოზ გოგუაძემ და ზაზა გვიმრაძემ ისაუბრებს. როგორც საქმეში დაზარალებულების მონათხრობიდან ირკვევა, ყოფილმა ხელისუფლებამ „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ წევრების დევნა, მოძრაობის დაფუძნებიდან მალევე დაიწყო. მონასტერს შეფარებული   ადამიანების დაკავების ოპერაცია კი უმძიმესი მეთოდებით ჩაატარა. ფიზიკური ანგარიშსწორება, რომელსაც შედეგად ერთ-ერთი დაკავებულის ინფარქტი მოჰყვა, პოლიციის სამმართველოშიც გაგრძელდა. სპეცოპერაციის მსხვერპლი პირები ჰყვებიან, რომ წაყენებულ ცრუ ბრალდებებზე აღიარების მისაღებად, ღირსების შემლახავი მოპყრობა და წამება საპატიმროში თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდებოდა.

მსგავსი