საგამოძიებო კომისიის სხდომა

18:29, 04.06.2025

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილეს დილიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მოუსმინეს ლია მელიქიშვილს, გიორგი გოგოლაშვილს და ავთანდილ არაბულს. ითქვა, რომ წინა ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში სამ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტზე, ეკლესიაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაზე ზეწოლა ხდებოდა. შანტაჟის და მუქარის მიზანი უნივერსიტეტებიდან არასასურველი პროფესორების განდევნა იყო. პროფესორების ინფორმაციით, ნაწილის მიმართ სამართლებრივი დევნაც დაიწყო თუმცა, რეპრესირებული პროფესორები, რომლებიც ალექსანდრე ლომაიას რეფორმას აპროტესტებდნენ, ციხეს გადაურჩნენ. მათივე განცხადებით, საქართველოში ჯამში 64 კვლევითი ინსტიტუტი არსებობდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ყველა სხვადასხვა უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ მოექცა.

მსგავსი