საგამოძიებო კომისიის სხდომა

18:19, 28.05.2025

2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და სოფლების ოკუპაციის ფაქტები განიხილეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. დილიდან მოუსმინეს ვასილ მაღლაფერიძეს და გელა შერმადინს. სხდომაზე ისაუბრეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის საკითხზე. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაშინდელმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ ცვლილებებზე შესაბამისი თანამდებობის პირები არ იყვნენ ინფორმირებული.

მსგავსი