საგამოძიებო კომისიის სხდომა 

ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და ზეწოლა წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაზე – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ამჯერად ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენებით ინტერესდება.

დღეს კომისიის წევრების შეკითხვებს „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ უპასუხა. მან ვრცლად ისაუბრა, თუ როდის დაიძაბა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „იმედის“ მესაკუთრეს შორის ურთიერთობა და როდიდან გახდა ოპოზიციური ტელეკომპანია წინა მთავრობის მხრიდან შეტევის სამიზნე, რასაც პატარკაციშვილის მფლობელობაში არსებული აქტივების მმართველი ჯგუფის შევიწროება მოჰყვა. დასახელდა კონკრეტული ფაქტები, მათ შორის სანდრო გირგვლიანის შესახებ მომზადებული რეპორტაჟი. ირაკლი რუხაძემ ის ყოფილი მაღალჩინოსნებიც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ტელევიზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პირადად იღებდნენ და სხვადასხვა გარიგებას სთავაზობდნენ. „იმედის“ მფლობელის მონაყოლის მიხედვით, ზეწოლა ბიზნესმენის აქტივების დასაკუთრების მიზნით ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა.