საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

ოპოზიციის სამი წარუმატებელი მცდელობა და პროცედურული ომი – პარლამენტში სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა მაისამდე გადაიდო. ინიციატივის დაყენებას ოპოზიცია შემდეგ სასესიო კვირაშიც გეგმავს.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პლენარულ სხდომებზე დასწრების შეწყვეტას არ აპირებენ და მომდევნო კვირაში მინიმუმ 50 ოპოზიციონერი დეპუტატის მობილიზების პირობას დებენ. სასამართლო სფეროში პოლიტიკური ჩარევის არგუმენტით კი, კომისიის შექმნის მხარდაჭერას გამორიცხავს მმართველი პარტია.