საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

შეიქმნება თუ არა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში.

ბიუროს სხდომაზე შესაბამის დადგენილებას კომისიის შექმნის მოთხოვნით პარტია „ევროპული საქართველო“ წარადგენს. ოპოზიცია მოითხოვს, რომ პროცესებზე მსჯელობა კანონმდებლებმა დროებითი კომისიის ფორმატში გააგრძელონ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

კომისიის შექმნას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.