საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა
11 მომხრე, ორი – წინააღმდეგი: „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრამდე დადგენილების პროექტი დეპუტატებს გიგა ფარულავამ წარუდგინა. მისი თქმით, „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ გასულ წელს აქციების დაშლის დროს კანონდარღვევები იყო და ადგილი ჰქონდა შესაძლო დანაშაულს. მისივე განცხადებით, საზოგადოებაში დღეს არსებულ ყველა კითხვას პასუხი საგამოძიებო კომისიის ფორმატში უნდა გაეცეს. ფრაქცია საქართველოსთვის ბრალდებებს სხდომათა დარბაზში „ქართული ოცნების“ მხრიდან უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. მმართველი გუნდის შეფასებით, სუს-ის გამოძიებამ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და „ბი-ბი-სი“ სიცრუეში ამხილა.