საგამოძიებო კომისიის სამთვიანი მუშაობა და ორი დასკვნა

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა, თუმცა უცნობია, აღსრულდება თუ არა კომისიის მიერ დამტკიცებული დასკვნა.

უმრავლესობის დეპუტატების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ავტორობით მომზადებულ 67-გვერდიან დოკუმენტს პრემიერი იწუნებს და მასში პოლიტიკურ შეფასებებს ხედავს.

კრიტიკის ფონზე საპარლამენტო უმცირესობა საგამოძიებო უწყებებისგან მის მიერ გაცემული 32 რეკომენდაციის შესრულებას ელის, მმართველი გუნდი კი სესიაზე გასატანად საკუთარი დადგენილების პროექტს ამზადებს იმ დასკვნასთან ერთად, რომელსაც საგამოძიებო კომისიის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.