საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები

ხორავას ქუჩის საქმეზე მომზადებული საპარლამენტო დასკვნა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია საერთო ტექსტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნის რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვანი, მ.კ. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამას, მირზა სუბელიანს კი, ბრალი უნდა დაუმძიმდეს. უმრავლესობა და უმცირესობა პროკურატურის მიმართ გასაცემი რეკომენდაციების ფორმულირებაზეც ვერ თანხმდება, რის გამოც საგამოძიებო კომისიის დღევანდელმა სხდომამ ამჯერადაც ხმაურის ფონზე ჩაიარა.

მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ კომისია საკუთარ უფლებამოსილებას არ უნდა გასცდეს და საგამოძიებო უწყებებს ან სასამართლოს მითითებები არ უნდა მისცეს.

თეონა ხუბულავა გაგვაცნობს მხარეთა პოზიციებს.