საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა

კამათი მოჰყვა დღეს პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშის განხილვას. ანგარიში კომისიის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ წარადგინა და განაცხადა, რომ კომისიის უფლებამოსილების ვადა ერთი თვით უნდა გახანგრძლივდეს და მის საქმიანობაში პარლამენტში ახლადშესული ოპოზიციის წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. თავად ოპოზიციის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ახლა შარლ მიშელის შეთანხმების რეალიზებაზე მუშაობა მიმდინარეობს და კომისიის საქმიანობაში ჩართვას აზრი არ აქვს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. მას გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს. კომისიის მდივნის თანამდებობაზე  დავით ზილფიმიანი აირჩიეს.

მოამბე