საგამოძიებო კომისიის ინიციატივა

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დეპუტატთა ჯგუფი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება. დოკუმენტის საფუძველზე, „საარჩევნო კოდექსში“დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრდება და შემაჯამებელ ოქმში ციფრების გადასწორებაზე ჯარიმები გაორმაგდება. დეპუტატთა ჯგუფი კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.