საგამოძიებო კომისიის გასვლითი სხდომა
გაუქმებული ციხე დღემდე შემორჩენილი მძიმე კვალით. წინა ხელისუფლების დროს პატიმრების სისტემური წამების და არაადამიანური მოპყრობის სადემონსტრაციოდ, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხონში გასვლითი სხდომა მოაწყო. მუნიციპალიტეტში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულება 14 წლის წინ გაუქმდა, თუმცა ციხის გაუქმებული შენობა დღესაც კარგად აღწერს იმ პირობებს, რომლებშიც მსჯავრდებულებს წლების წინ უხდებოდათ ყოფნა. დაწესებულებაში არსებული მძიმე გარემო და კარცერებში შექმნილი გაუსაძლისი პირობები პატიმრების ოჯახების თუ ადვოკატების პროტესტის გამო თავის დროზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც არაერთხელ მოხვდა. რა პირობებში იხდიდნენ ხონში მოხვედრილი პატიმრები სასჯელს: თითქმის 80-წლიანი ისტორიის მქონე ძველი ციხის შენობაში ბელა ზაქაიძე იმყოფებოდა.