საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტს დღეს წარედგინება

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მომზადებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა პარლამენტს დღეს წარედგინება. როგორც კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისიამ ყველა რეკომენდაცია წარმოადგინა, ამხილა კონკრეტული ადამიანები, რომელთა დანაშაული ამ საქმეში სავარაუდოდ იკვეთება.

კომისიის დასკვნას უარყოფითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ ვერ შეასრულა დანაპირები და მთავარი კითხვები, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე არსებობდა, კვლავ უპასუხოდ რჩება.

დატოვე კომენტარი