საგამოძიებო კომისიის დასკვნა – „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეხმაურება. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საზოგადოებამ დღეს პირდაპირ ეთერში ღალატის ქრონიკებს უყურა. მისი განმარტებით, ხელისუფლება რუსულ დაკვეთებს ასრულებს და ცდილობენ ქართველი გმირები ანტიგმირებად გამოაცხადონ. ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს ამ ღალატს.