საგამოძიებო კომისიის დასკვნა

დეპუტატების ჩხუბში გადაიზარდა ხორავას ქუჩის საქმეზე მომზადებული დადგენილების განხილვა. დავით სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი სხვა პირის არსებობა ვერ დადასტურდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი დადგენილებისა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.

სამთვიანი მუშაობის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, მ.კ-ს ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მისცენ და სარალიძის მკვლელობასა და შემდეგომ განვითარებულ მოვლენებში მისი როლი გამოკვეთონ.

უმრავლესობამ დადგენილებაში ასევე ჩაწერა, რომ გახმაურებულ მკვლელობაზე დაგვიანებით ან საერთოდ ჩაუტარებელი საგამოძიებო მოქმედებები რომელიმე თანამდებობის პირის გადაცდომად ვერ ჩაითვლება. დადგენილებისგან რადიკალურად განსხვავებულია საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის ავტორი საპარლამენტო უმცირესობაა.

ორივე დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე ერთდროულად წარადგინეს.

განხილვა მწვავე დებატების ფონზე წარიმართა.