საგამოძიებო კომისიის დასკვნა

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს. მესამე სექტორი, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მთავარ რეკომენდაციებს იზიარებს და მათ შესრულებას მოითხოვს. საუბარია კომისიაში უმრავლესობით მყოფი უმცირესობის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომელსაც მმართველი გუნდი პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს. უთანხმოების მთავარი მიზეზი ის რეკომენდაციებია, რომლებიც სისხლიანი გარჩევის მონაწილე მ. კ-ს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას და კონკრეტული მინისტრების პასუხისმგებლობის დაყენებას ეხება.

უფლებადამცველების მოწოდების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციის შეცვლას არ აპირებს და საგამოძიებო კომისიაში საკუთარი დასკვნის პროექტის ჩავარდნის შემდეგ ახალ დოკუმენტს ამზადებს.

დატოვე კომენტარი