საგამოძიებო კომისიის ანგარიში
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა წარადგინეს. საგამოძიებო კომისიამ, განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, გააანალიზა არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა დადო. 6 თვის განმავლობაში შესწავლილი 6 საკითხი და 460-გვერდიანი დოკუმენტი. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, პარლამენტი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. რასაც საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატების გამოსვლები მოჰყვა.
მანანა დევაძის ჩართვა #მოამბე