საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა - ვაშაძის სასამართლო 

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა.

სხდომა 20 ივნისს დაცვის მხარის საბოლოო სიტყვით გაგრძელდება.  დღეს დაიკითხა თავად ბრალდებული. მისი თქმით, პარლამენტი და კომისია არის არალეგიტიმური და მონაწილეობას არ აპირებს. ვაშაძე მის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო გადახდილი აქვს.