საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა - სასამართლოს გადაწყვეტილება

გადაიხდიან თუ არა გირაოს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები, რომლებმაც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. ამ დროსთვის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პროკურატურისთვის სამი პირის საქმეა გადაცემული, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. საგამოძიებო კომისიას მათთან შეკითხვები გახმაურებულ საქმეებზე ჰქონდა. გირაოს თანხა უკვე გადაიხადეს გივი თარგამაძემ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, კომისიასთან თანამშრომლობაზე და გირაოს თანხის გადახდაზე უარის თქმის გამო კი, გუშინ სასამართლო დარბაზში ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს, მისი საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.