საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა – ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო

18:08, 06.06.2025

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პროცესები გაიმართა. ორივე საქმეზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყო და მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, დაიკითხა პროკურატურის ორი მოწმეც. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს, თავად ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას რეალური საფუძველი არ აქვს. „ლელოს“ დამფუძნებლები არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვოს.

მსგავსი