ოპოზიცია მოსამართლეების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ინიციატივის დაყენებას მიმდინარე სასესიო კვირაშიც გეგმავს. სასამართლო სფეროში პოლიტიკური ჩარევის არგუმენტით კომისიის შექმნის მხარდაჭერას გამორიცხავს მმართველი პარტია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა სამჯერ დააყენა, თუმცა უშედეგოდ. „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად, რეგისტრაციის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც საკითხი კენჭისყრაზე ვერ დადგა.