საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 

21:10, 31.10.2026

არგუმენტები, მტკიცებულებები, ახსნა-განმარტებები და სამართლებრივი საკითხები თემიდას სამსჯავროზე. ორ კვირაში გამართულ რვა სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმმა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მოპასუხეთა შუამდგომლობები მოისმინა. დარბაზშიც და დარბაზმიღმაც სჭარბობდა პოლიტიკური განცხადებები. ქვეყანაში ისტორიული პროცესის პარალელურად, ისევ ისმის საყვედურები. მაშინ, როცა ხუთი პარტიის პოლიტიკური მომავალი წყდება და სასამართლო განხილვის ეტაპზეა, სამართლებრივი პროცესებით შეშფოთებულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

უკრაინელი პოლიტიკოსი საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე წუხს და კანონიერების უმაღლეს სტანდარტს მოითხოვს. კრიტიკის ავტორს დღეს მმართველი გუნდიდან უკრაინაში აკრძალული პარტიების რაოდენობა შეახსენეს. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები ამბობენ, რომ ის რაც დემოკრატიულია ოფიციალური კიევისთვის, ანტიდემოკრატიული ვერ იქნება საქართველოში.

მსგავსი