დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:21, 01.11.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პოლიციამ თბილისში, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 43 შეკვრა „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი