საგამოძიებო ღონისძიებები მლეთაში
მლეთაში, 2014 წელს დაკარგული არასრულწლოვნის ძებნის ოპერაცია დღეს დასრულებულია. საგამოძიებო მოქმედებები ხვალიდან განახლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ტერიტორიას, სადაც 12 წლის წინ გურამ დადიანიძე დაიკარგა სკანერებით, დრონებით და სხვა სპეციალური საშუალებებით ათვალიერებენ. საგამოძიებო მოქმედებებს თვალს ადევნებდა დაკარგული არასრულწლოვნის დედაც. გურამ დადიანიძე 2014 წელს „ლომისობის“ დღესასწაულზე მლეთაში ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა, უკან დაბრუნებისას შესვენების მიზნით, ქვაზე ჩამოჯდა, სწორედ აქ იკარგება 17 წლის მოზარდის კვალი. საქმეზე ბოლო ერთ თვეში, ოცამდე ადამიანია გამოკითხული. გამოძიების ინფორმაციით, რაიმე საეჭვო გარემოება ჯერ-ჯერობით არ იკვეთება.
რას ყვებიან ადგილობრივები 12 წლის წინ მომხდარზე – ნახეთ ბელა ზაქაიძის სიუჟეტი.