საგამოძიებო ექსპერიმენტი 20 ივნისის საქმეზე

21:13, 17.07.2025

ექვსი წლის წინ განვითარებული მოვლენების აღდგენა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე – 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პარლამენტთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან მიჰყავთ დაზარალებულებიც, რომლებმაც 2019 წელს გავრილოვის სკანდალის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღეს. რამდენად პროპორციული იყო სამართალდამცველების მიერ გამოყენებული ძალა და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება ღონისძიების დაგეგმვის დროს – ეს არის კითხვები, რომლებიც დაზარალებულთა მიერ მომზადებული საჩივრების განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაუჩნდა. სწორედ სტრასბურგის სასამართლოს ერთი წლის წინანდელი რეკომენდაციები სახელდება პროკურატურაში მიმდინარე დამატებითი გამოძიების საფუძვლად. დღევანდელ საგამოძიებო ექსპერიმენტში კიდევ ხუთმა დაზარალებულმა მიიღო მონაწილეობა. ექვსი წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს გიორგი გახარია იკავებდა, რომელმაც ორი წლის შემდეგ ოპოზიციაში გადაინაცვლა. სტრასბურგის სასამართლოს გარდა 2019 წლის 20 ივნისს გამოყენებული საშუალებების და აქციის დაშლის ფორმების მიმართ კითხვები მმართველი პარტიის წევრებსაც აქვთ.

მსგავსი