საგამოცდო პროცესი რეგიონებში

ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს გამოცდა რეგიონებშიც. გორის საგამოცდო ცენტრში, სადაც  1 970 აბიტურიენტია რეგისტრირებული, მათგან 492 პირველ სესიაზე გადის. აპლიკანტების რეგისტრაცია რვა საათზე დაიწყო. მეორე სესიაზე განაწილებული გამოსაცდელები რეგისტრაციისათვის საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე დროულად უნდა მივიდნენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და საგამოცდო ბარათით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს ზუგდიდშიც. აფხაზეთიდან დევნილ აბიტურიენტებს შეხვდა და წარმატებები უსურვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში 1500-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის აბოტურიენტს მოემსახურება, მათ შორის დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრ ახალგაზრდებს.