საგამოცდო ბარათები

აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა 27 ივნისიდან შეეძლებათ.

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად, საგამოცდო პროცესის განმავლობაში იქნება საშვი. ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულმა გამოსაცდელმა უნდა გაითვალისწინოს. დღეიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ასევე ტესტირების განრიგი მასწავლებლობის მსურველებისთვის.