საგადასახადო ინიციატივის პრეზენტაცია მცირე მეწარმეებისთვის

მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივის პრეზენტაცია დღეს ბათუმში მოეწყო.

შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მეწარმეებს თავად ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ესაუბრა.

პრეზენტაციას 200-მდე ადგილობრივი მეწარმე ესწრება. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.