საგადასახადო ამნისტია

ცხადდება საგადასახადო ამნისტია.

145 000-მდე ფიზიკურ პირს ძველი საგადასახადო დავალიანებები ჩამოეჭრება. ინიციატივა 2021 წლამდე პერიოდზე ვრცელდება და გადასახადების დროულად არგადახდის გამო დაკისრებული საურავების გაუქმებასაც გულისხმობს. საუბარია ჯამში 600 მილიონამდე ლარის მოცულობის დავალიანებაზე. ამნისტია შეეხებათ ინდივიდუალურ მეწარმეებსაც. გადასახადების ჩამოწერის შემდეგ ათასობით ადამიანს ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.